იმედს ვიტოვებ ამ სისულელეს ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს - ხაბეიშვილი

13.01.22 15:12
იმედს ვიტოვებ ამ სისულელეს ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს. ხაბეიშვილის თქმით, უყების გაუქმების გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. 

სააკაშვილზე დაწერა სახელმწიფო ინსპექტორმა, რომ არაადამიანურად მოეპყრნენ, ესეიგი ბიძინა ივანიშვილმა თქვა: "საჯარო სამსახური, რომელიც ემორჩილება კანონს და და არ მემორჩილება მე, არ მჭირდება გააუქმეთ". გასცა ეს ბრძანება და გააკეთებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. დავიტოვებ იმედს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ სისულელეს აუციელებლად დაადებს ვეტოს. რომ გითხრათ, რომ მჯერა მოგატყუებთ, მაგრამ იმედი მაქვს", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

პრეზიდენტმა სალომე  ზურაბიშვილმა დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვეტოს დაადებს თუ ხელს მოაწერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.  სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციით განსაზღვრული დრო დღეს  ეწურება.  სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით დუმს.

მმართველი უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.