სახელმწიფო დროშის დღე - აქტივისტები რუსთავის ციხესთან პერფორმანსს მართავენ
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, აქტივისტები ციხესთან მთელი დღის განმავლობაში იქნებიან.
დღეს მთელი დღის განმავლობაში აქტივისტები საქართველოს დროშით ხელში მოვლენ,სიმბოლურია, რომ სახელმწიფო დროშის დღეს პრეზიდენტი, რომელმაც ეს სიმბოლიკა შექმნა, არის ციხეში კრემლის საამებლად, ჩვენ მოვალთ და გავამხნევებთ პრეზიდენტს", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე მოინახულებს.