რატომ ფერხდება "ოცნების დანაშაულებრივი სისტემის მსხვრევა? - ნიკა მელიას ბრალდება გახარიას გუნდს

14.01.22 11:34
რატომ ფერხდება "ოცნების დანაშაულებრივი სისტემის მსხვრევა? - ნიკა მელიას ბრალდება  გახარიას გუნდს

"ნაციონალური მოძრაობის" თვამჯდომარე ნიკა მელია ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.  სკანდალური განცხადება ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა. მისი თქმით, იმ რეგიონებში, სადაც არჩევნები ოპოზიციამ მოიგო,გიორგი  გახარიას თანაპარტიელების გამო საკრებულოების თავმჯდომარეების არჩევა და ბიუჯეტის დამტკიცება ვერ ხერხდება, ზარალდება ხალხი და გაჭიანურებული პროცესით "ქართული ოცნება" იგებს.

ეს ბატონი გახარია ძალიან უცნაურად იქცევა. ვერაფერი ვერ გავიგე, ვერც თავი, ვერც ბოლო. მისი პარტიის დამოკიდებულების ვერაფერი გავიგეთ. გამოვიდეს და კონკრეტულად გასცეს პასუხი წალენჯიხელებს, რუსთაველებს, სენაკელებს და ზუგდიდელებს. ამბობენ, რომ ჩვენ მოგვანიჭა თითქოსო ამომრჩეველმა დამბალანსებლის როლი და პოზიციები "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოდით, ერთად გავიყოთო...მაპატიეთ, ჩვენ იქ, ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებაში მოსვლა იმისთვის კი არ გვჭირდება, რომ კონკრეტულად რამდენიმე ადამიანი დაჯდეს სავარძელში, გვჭირდება, რომ "ქართულმა ოცნებამ" კორუფციული სქემები აღარ ხლართოს და მთელი ბიუროკრატია აღარ ჰქონდეს მორგებული. იგივეს აკეთებს ზუგდიდში, იგივეს აკეთებს რუსთავში და იგივეს აკეთებს სენაკში.  თუ მაშინ არ გეთაკილებოდათ, როდესაც ჩვენი ადგილობრივი ლიდერები ღიად მხარს გიჭერდნენ და ჩვენი ამომრჩევლების აქტიური დახმარებით თქვენ გახდით საკრებულოს წევრები, რატომ არ სცემთ პატივს ზუგდიდელებს, წალენჯიხელებს, რუსთაველებს და სენაკელებს, ვერ გავიგე. რატომ ფერხდება "ქართული ოცნების" აი, ამ 4 მუნიციპალიტეტში მაინც დანაშაულებრივი სისტემი მსხვრევა და რღვევა, - თქვა მელიამ. 

 

მსგავსი სიახლეები