მნიშვნელოვანი საქმიანობა განვახორციელეთ, რომ 2021 წლის არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარებულიყო - კალანდარიშვილი
ცესკო მოქმედი თვამჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მიიჩნევს, რომ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები მაღალი სტანდარტით, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მისი თქმით, ის, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს დაკომპლექტების პროცესს უნდობლობას უცხადებენ, არაფერს ნიშნავს და ეს მხოლოდ კომისიის წევრების მიმართ უპატივცემულობაზე მეტყველებს.
კალანდარიშვილმა ასევე ყურადღება ცესკოს თავმდჯომარეობის მსურველთა სიმცირეზეც გაამხვილა და ეს ფაქტი კონკურსში მისი ჩართულობით ახსნა.
მნიშვნელოვანი საქმიანობა განვახორციელეთ იმისთვის, რომ 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებულიყო. წინასწარ ვერ იქნება განსაზღვრული კანდიდატი იქიდან გამომდინარე, რომ მე პირადად არ მქონია არანაირი კომუნიკაცია ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკური გაერთიანებასთან. ზოგიერთი არამსათავრობო როგანიზაცია ახლა არის წარმოდგენილი კომისიაში, ზოგიერთი მანამდე იყო წარმოდგენილი და ყოველთვის არსებობს და იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესის მიმართ ლეგიტიმაციის ხარისხი არის დაბალი. კონკურენცია შეიძლება იყოს ძალიან მაღალი მოქმედ თვამდჯომარესთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე, შეიძლება რაოდენობის ნაკლებობაც იყოს განპირობებული ამ გარემოებით, - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრები ცოტა ხნის წინ დასრულდა.