წულუკიანის ახალი რეპრესიები - ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

14.01.22 15:14
წულუკიანის ახალი  რეპრესიები - ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლები  გაათავისუფლეს

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  ეროვნულ მუზეუმში მასშტაბური საკადრო წმენდა გამოცხადა. 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ სამი თანამშრომელი ნინო ხუნდაძე, ნანა ბურჭულაძე და ნინო ჩიხლაძე  გაათავისუფლეს. შეტყობინება  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 40 წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელმა ნანა ბურჭულაძემაც  მიიღო.

დამიბარეს, შევედი დირექტორთან და მითხრეს, რომ გაერთიანდა 3 ფონდი, ვიყავით ორი კურატორი და მათი არჩევანი იყო მეორე კურატორი და მე ვარ განთავისუფლებული. არც იმდენად მოულოდნელი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ველოდებოდი, რომ ასეთი რადიკალური იქნებოდა მათი გადაწყვეტილება", - ამბობს ნონა ბურჭულაძე.

ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეკა კიკნაძე მიიჩნევს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავდნენ და წულუკიანის ადმინისტრაციისთვის მათთან მუშაობა კომფორტული არ იყო.

ნინო ხუნდაძე, ნინო ჩიხლაძე, ნანა ბურჭულაძე მათ აქვთ თავისი პოზიცია და ამ პოზიციას ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავენ. მათთან თანამშრომლობა არ იყო კომფორტული წულუკიანის ადმინისტრაციისთვის, იმიტომ რომ არცერთი არ არის ის კატერგორია, რომელიც იქნება ბრმა შემსრულებელი რაიმე დავალების, ამიტომ არიან მუზეუმს გარეთ.

მუზეუმში მიდის კლასიკური საკადრო წმენდა იმ ნიშნით ვისთან გრძნობს წულუკიანის ადმინისტრაცია თავს კომფორტულად", - ამბობს ეკა კიკნაძე.

მას შემდეგ რაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა ეროვნულ მუზეუმში 15-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.