სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს ალტერნატიული სამედიცინო მომსახურებით - მშვენიერაძე

14.01.22 15:26
სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს ალტერნატიული სამედიცინო მომსახურებით - მშვენიერაძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის  თქმით, მესამე პრეზიდენტს  კვლავ არ ეძლევა საშუალება შეხვდეს საკუთარ  ექიმს და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ამის შესახებ გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან  რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მშვენიერაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

მე-12 დაწესებულებაში გადმოყვანიდან გავიდა 14 დღეზე მეტი, მას  არ მისცემია  საშუალება  ესარგებლა ალტერნატიული სამედიცინო მომსახურებით და ეს დარღვევა მისი გრძელდება მთელი ამ დღეების მანძილზე. მას აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული სამედიცინო მომსახურება რადგანაც მის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას, რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს არ არის", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში დეპუტატი თამარ კორძაია ხვდება. 

მსგავსი სიახლეები