პროცესის დისკრედიტირებას ცდილობენ - პაპუაშვილი მესამე სექტორზე

14.01.22 15:49
პროცესის დისკრედიტირებას ცდილობენ - პაპუაშვილი მესამე სექტორზე

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებით მესამე სექტორის პროტესტს მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არა პროცესის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ უნდობლობაა. 

ზოგიერთი პარტია თუ ზოგიერთი ორგანიზაცია ცდილობს დისკრედიტირება მოახდინოს ამ პროცესის და საერთო ჯამში უნდობლობას ისინი უცხადებენ არა პროცესს ზოგადად, არამედ ისინი ამ ეტაპზე უნდობლობას უცხადებენ პირდაპირი მანდატის მქონე საქართველოს პრეზიდენტს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია. რაც შეეხება ცალკეულ კანდიდატურებს, ამასტან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, საჭიროა კომისიამს შეარჩიოს, შემდეგ გადმოინაცვლოს პროცესმა პარლამენტში და პარლამენტსი მოხდეს მისი განხილვა, - თქვა პაპუაშვილმა. 

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება უკვე დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარეობის და კანდიდატთა შერჩევის პროცესს "ფარსს" უწოდებს მესამე სექტორი და პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები