მხარს ვუჭერ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს - მიხეილ სააკაშვილი

14.01.22 16:04
მხარს ვუჭერ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აფხაზეთიდან დევნილებს, რომლებიც ავარიულ შენობაში შესახლებას უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ,  სოლიდარობას უცხადებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დევნილებს მატყუარა ხელისუფლების ხელში მხოლოდ პროტესტი გზა დარჩენიათ, რომელსაც საზოგადოებაც უდნა შეუერთდეს. 

მე მხარს ვუჭერ და საზოგადოებაც გვერდში უნდა დაუდგეს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს, რომლებსაც ფეხებზე იკიდებს მთავრობა.
2008-ში, ჩვენ გაეროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროგრამა განვახორციელეთ შიდა ქართლის დევნილთა სახლების აშენების. ათასობით სახლი თავისი ინფრასტრუქტურით აშენდა სამ თვეში. შემდეგ ჩვენ ევროკავშირთან ერთად დავიწყეთ აფხაზეთიდან დევნილების ბინების მშენებლობის პროგრამა, რომელიც 2015 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო და თითოეულ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა.
ჩვენ ვაკეთებდით, რასაც ვამბობდით. სამწუხაროდ, ეს ხალხი არის ახლა მატყუარების ხელში ჩავარდნილი. ამიტომ, ერთადერთ საშუალებად რჩება მათი პროტესტი და საზოგადოების თანადგომა, რათა მატყუარა მთავრობას არ გაუვიდეს "დაყავი და იბატონე" პოლიტიკა, -
წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პითა პროტესტი მათი ავარიულ შენობაში შესახლებამ გამოიწვია.  მათი თქმით, აღნიშნულ შენობაში ცხოვრება საფრთხის შემცველია. დევნილები მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

უსაფრთხოების მიზნით ათობით ადამიანმა სანატორიუმი "ქართლი" უკვე დატოვა და გვერდით მდებარე შენობაში გადაბარგდა.