რატომ ითხოვა მეუფე ზენონმა პოლიტიკური თავშესაფარი - დეკანოზი ილია ჭიღლაძე "პირველებთან" შესაძლო მიზეზებზე საუბრობს

14.01.22 17:04
რატომ ითხოვა მეუფე ზენონმა პოლიტიკური თავშესაფარი - დეკანოზი ილია ჭიღლაძე "პირველებთან" შესაძლო მიზეზებზე საუბრობს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე "პირველებთან" იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც მეუფე ზენონმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. სასულიერო პირის თქმით, მეუფე ზენონსა და საპატრიარქოს შორის დიდი განხეთქილებაა. დეკანოზი ასევე, არ გამორიცხავს, რომ მეუფე ზენონის მიერ საქართველოს დატოვების მიზეზი სუსი მიერ  უკანონო ფარული თვალთვალი და მოსმენა ყოფილიყო. 

თუ თვითონ პიროვნებამ არ აღიარა და არ სურს აღიარება, ჩენ ვერც ვაიძულებთ და ვერც დავამტკიცებთ. დოკუმენტაცია კონფიდენცილაურია და ამას არავინ გაჩვენებს. მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ერთის მხრივ სკანდალური კრებსები და ამაზრზენი დოკუმენტაცია საქართველოს სუსის მიერ შექმნილი, მეორეს მხრივ მისი დამოკიდებულება საპატრიარქოსთან ეს ბოლო წლებია არის ძალიან რთული და განსაკუთრებით დაიძაბა 2021 წელს. ეს აისახა სინოდის დადგენილებაშიც, - ამბობს მამა ილია ჭიღლაძე. 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, რის გამოც შესაძლოა, მეუფე ზენონს დიდი ბრიტანეთისთვის მიემართა. 

ეს არის ძალიან დამაფიქრებელი და სამწუხარო, სავალალო, რომ მის ეპარქიაში, ე.ი. აგარაკ-ტაშირში შეიჭრა მოსკოვის საპატრიარქო და ეს ხდება ოქტომბერში და 13 იანვრამდე, ფაქტობრივად, 4 თვე იყო ჩუმად და საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ასეთი რამ არცერთ ეკლესიაში არ ხდება, რომ მის ეკლესიაში შეიჭრას ვიღაცა და ჩუმად იყვნენ, - ამბობს მამა ილია ჭიღლაძე. 

წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე ზენომა, საქართველო დატოვა და დევნილად ჩაბარდა. ამის შესახებ  ინფორმაციას მამა პეტრე კოლხი  მამა ილია ჭიღლაძეზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, უმაღლესი რანგის სასულიერო პირმა თავშესაფარი  დიდი ბრიტანეთს სთხოვა. 

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ფაქტს უარყოფს. მამა ზენონი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მას თავშესაფარი არ მოუთხოვია, თუმცა საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.  მამა ზენონი არ უარყოფს, რომ სუს-ის მოსმენების მსხვერპლი თვითონაც გახდა.

მსგავსი სიახლეები