ჩემი სოლიდარობა ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს - მიხეილ სააკაშვილი

14.01.22 17:33
ჩემი  სოლიდარობა ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გაფიცულ სოცაგენტებს სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო სოციალური მუშაკების ფაქტობრივად, თავად გახდნენ უკვე სოციალურად დაუცველები. 

ჩემი სრული სოლიდარობა ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს. სანამ სამინისტროს ბოსები თბილ კაბინეტებში ათასი ლარით იზრდიან ხელფასებს და ძირითადად, სტატისტიკის გაყალბებით არიან დაკავებული, სოციალური მუშაკები დადიან ქუჩა-ქუჩა ყინვაშიც და სიცხეშიც, უმძიმეს პირობებში მუშაობენ და ამაში მხოლოდ 300-დან 500 ლარამდე იღებენ ხელზე, რომელიც მათ გზის ფულად არ ჰყოფნით. სოციალური მუშაკები თვითონ გახდნენ ფაქტობრივად სოციალურად დაუცველი და სხვები როგორღა უნდა დაიცვან.
რა თქმა უნდა, ეს დიდი უსამართლობაა, -
წეს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

ქვეყანაში კიდევ ერთმა პროტესტმა იფეთქა.  სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ქუჩაში გამოსვლას და გაფიცვას აანონსებენ. სოციალური აგენტები ხელფასების მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, ანაზღაურება იმდენად მცირე აქვთ, რომ მალე სოციალურად დაუცველები თავად გახდებიან. სპეციალური განცხადებით მათ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს.