სააკაშვილი მხნედ არის, მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - კორძაია

14.01.22 17:28
სააკაშვილი მხნედ არის,  მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - კორძაია

მიხეილ სააკაშვილი ხელისფულებისგან მოტყუებულ ბაღის პედაგოგებს, სოციალური სააგანეტოს თანამშროლებს და აფხაზეთიდან დევნილებს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა. კორძაიას თქმით,  მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, რომლებიც  ხელისუფლებამ უყურადღებოდა დატოვა.

ის არის შინაგანად, პოლიტიკურად ძალიან მხნედ და მთხოვა გადმომეცა ყველა მასწავლებლისთვის, სოციალური მუშაკისთვის, ყველა მოქალაქისთვის, რომელიც დასაქმებულია, მაგრამ არ აქვს სათანადო ანაზღაურება და განიცდის სოციალურ პრობლემებს, რომ მხარდაჭერას უცხადებს და ციხიდანაც კი მზად არის მათთვის იბრძოლოს ყველა მეთოდით და საშუალებით, რომელიც ახლა აქვს და მომავალშიც ექნება. ის უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და აღვსილია რწმენით, ჩვენი ქვეყანა შეძლებს, რომ საქართველოს მოქალაქეები გაცილებით უფრო კარგ სახელმწიფოში იცხოვრებენ. რაც შეეხება სხვა საუბარს, ეს ზოგადად ეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მის დამოკიდებულებას. არ უნდა არსებობდეს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მანიპულაციის შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დაუყოვნებლივ უნდა შევიდნენ ექიმები მასთან და მათ გააკეთონ კომენტარი“, - თქვა  კორძაიამ.