სახელმწიფომ თავისი დანაშაულის გადასაფარად გამოიყენა საბიუჯეტო სახსრები - ბესო დონაძე

15.01.22 13:08
სახელმწიფომ  თავისი დანაშაულის გადასაფარად გამოიყენა საბიუჯეტო სახსრები - ბესო დონაძე

კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე შსს-ს მიერ ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციის კამპანიაზე  თანხების დახარჯვის ფაქტს ეხმაურება. დონაძის თქმით, ნაკლები  მნიშვნელობა აქვს რა თანხაა დახარჯული, მაშინ როდესაც მმართველი პარტია საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად ამ ხერხს მიმართავს.

ადამიანის "გაშავებისთვის"  და იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფომ ამის გადასაფარად, გამოიყენა საბიუჯეტო სახსრები და დაახლოებით 600-700 დოლარი აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ადამიანი "გააშავოს". საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად სამინისტრომ გადაიხადა საბიუჯეტო თანხები, ეს რომ იკადრა სახელმწიფომ ეს არის აქ პრობლემა", - ამბობს ბესიკ დონაძე.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, შსს-მ Facebook რეკლამებში 18 თვეში $1 049 დახარჯა, საიდანაც $600 მხოლოდ მოკლული ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტის ამსახველი  ვიდეოების გავრცელებას მოხმარდა.

"ფლანგვის დეტექტორის"  ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 6 -ჯერ ნაკლები თანხა დახარჯა მინისტრის მიერ წარდგენილი 10-წლიანი სამოქმედო გეგმის, სოციალური ქსელის საშუალებით  მოსახლეობამდე მიტანაზე.