შიდაპარტიული ცვლილებები ენმ-ში - პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს

15.01.22 15:12
შიდაპარტიული ცვლილებები ენმ-ში - პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული ცვლილებები მიმდინარეობს. კონსულტაციები პარტიის ცენტრალურ ოფისში დილიდან მიმდინარეობს.ახალი სამდივნოს სრულ შემადგენლობას  ენმ ორშაბათს წარადგენს.

ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს კონსულტაციები ჩვენი გუნდის წევრებთან, მხარდამჭერებთან, ყველასთან, ვისთანც ერთადაც შესაძლებელი იქნება იმ გამოწვევების გადალახვა არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას უდგას. ამას ჭირდბეა მოქნილი, კარგი მენეჯმენტი და ახალი სამდივნო ამ ნიშნით იქნება შერჩეული", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.