გაფლანგული თანხები ზუგდიდის მერიაში - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

15.01.22 17:06
გაფლანგული თანხები ზუგდიდის მერიაში - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

ოპოზიცია ზუგდიდის მერიაში გაფლანგული თანხების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობა" აუდიტის სკანდალური დასკვნის გამო გენერალურ პროკურატურას მიმართავს. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საიდანაც თანხები ზუგდიდიელების კეთილდღეობას უნდა მოხმერდეს ხმარდება ადგილობრივი მაღალჩინოსნების გამდიდრებას, ყველა ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ვაპირებთ, რომ ამასთან დაკავშირებით მივმართოთ პროკურატურას, რომ დაიწყონ გამოძიება", - ამბობს ენმ-ს დეპუტატი, ანი წითლიძე.

აუდიტის სამსახურმა  9 სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული სსიპ-ების მიერ 2017-19 წლებში განხორციელებული შესყიდვები შეისწავლა და ძირითადი ხარვეზები დაადგინა.

დასკვნის მიხედვით, შსახეზეა სისტემური ხარვეზი და  ყველა სახელმწიფო უწყებაში ერთნაირად ხდება სატენდერო პირობების მორგება კონკრეტულ კომპანიაზე, ასევე შესყიდვების ვადების ისე გადაწევა, რომ კონკურსში სასურველმა კომპანიამ გაიმარჯვოს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ ხშირ შემთხვევაში არ ხდება ბაზრის და საჭიროების სათანადო კვლევა და ტენდერები დასაბუთების გარეშე ცხადდება, ხდება შესასყიდი ნივთების ისეთი ტექნიკური პარამეტრების შერჩევა, რომლებიც კონკრეტულ კომპანიას მოერგება.

აუდიტის დასკვნაში მოხვდა ​მორგებული ტენდერები.