დაახლოებით მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის ნაზარდს დავუსუბსიდირებთ - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის ნაზარდს დაუსუბსიდირებს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სოც. დაუცველებისთვის დენის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირება წლის ბოლომდე იქნება.
მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და ის ორი წელი გრძელდებოდა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში"- თქვა ღარიბაშვილმა.