განკარგულებას ხელი მოვაწერე... - ღარიბაშვილის მტკიცებით, მედიკამენტების ფასების შემცირების გეგმა შეიმუშავა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეიდან გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები. პრემიერი ამტკიცებს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.
დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები...
საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ პირობითად ღირს ათი ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არანაირი არგუმენტი, რატომ არ უნდა ყოფილიყო თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე და მივიღე გადაწყვეტილება, თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა და იმედი მაქვს, იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.