დატვირთვიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური - ჯანდაცვის მინისტრი სოცაგენტებზე

17.01.22 13:52
დატვირთვიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური - ჯანდაცვის მინისტრი სოცაგენტებზე

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სოციალური აგენტების ხელფასი, მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და სამუშაო დღიდან გამომდინარე, ადეკვატურია.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალური აგენტების ხელფასის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წინა კვირაში მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის... ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ, რომ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, ეს ხელფასი არის ადეკვატური",- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დილიდან გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციას მართავენ.