შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ - მიხეილ სააკაშვილი

17.01.22 14:14
 შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ - მიხეილ სააკაშვილი

ხელისუფლების გულგრილობას და უყურადღებობას შეწირული დევნილის ოჯახს საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს. მიხეილ სააკაშვილი ასევე, სამთავრობო არხებს გარდაცვლილი ზურაბ ჭიჭოშვილის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით - მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.
ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!, -
წერ მიხეილ სააკაშვილი. 

 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილმა სისცოცხლე თვითმკვლელობით გუშინ დაასრულა. ის შენობის მე-9 სართულიდან გადახტა. 

არსებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას მამაკაცმა ყურადღების მისაქცევად მიმართა. თვითვმკლელობამდე ის კორპუსის სახურავზე ავიდა, დევნილებს დაუძახა და მათი  თანდასწრებით დემონსტრაციულად გადმოხტა.

უკვე რამდენიმე კვირაა ფხაზეთიდან დევნილები ავარიული შენობიდან გასახლებას და ახალ საცხოვრებლებს ითხოვენ, თუმცა ჯანდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მათი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.