მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა - ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს უჩივიან
დაიბარებენ თუ არა იუსტიციის მინისტრს საქალაქო სასამართლოში - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს უჩივიან. უფლებადამცველები სასამართლოში სარჩელს რამდენიმე საათში შეიტანენ. საქმე ეხება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას. ადვოკატებს აინტერესებთ რატომ არ ეძლევა მიხეილ საკააშვილის მონახულების საშუალება მის პირად ექიმს და ელატერნატიული კონსილიუმის ექსპერთა ჯგუფს.
მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველები ასევე, მოწმეების ხელახლა დაკითხვას მოითხოვენ, მათ შორის ერთ-ერთი მოწმე ნინო ბურჯანაძეა.
ყველა სამართლებრივ ბერკეტს ადგილობრივსაც და საერთაშორისოსაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ექიმესც მიეცეს მონახულების შესაძლებლობა, ადვოკატებსაც გვქონდეს მასთანდ აცუილი კომუნიკაციის საშუალება და ყველა მისი უფლება, რომელიც გააჩნია საქართველო კანონმდებლობით და საერთაშორიოს სტანდარტით იყო რეალიზებული. ნებისმიერი კანონდარღვევა, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო არ მოახდენს რეაგირებას, ცხადია, წავა და იქნება წაღებული ევროსასამართლოში, - ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი 24 იანვრის სასამრთლო პროცესისთვის ემზადება, სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მოხდება.