მიხეილ სააკაშვილი ხელოვნების მუზეუმიდან დათხოვნილ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათვაისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს.
ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე.
იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ძალიან ღირებული გამოცდილება. ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები.
ეს უბედურება რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ!, - წერს სააკაშვილი.