საქალაქო სასამართლომ ინსპექტორის მიერ პენიტენციურისთვის გამოწერილი ჯარიმაც გააუქმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის საჩივარი დააკმაყოფილა.
საქმე ეხება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც პენიტენიციურ სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს მესამე პრეზიდენტის ვიდეოკადრების გასაჯაროვების გამო ჯარიმა დააკისრა, სასამართლომ კი აღნიშნული ჯარიმები გააუქმა.
რამდენიმე დღის წინ, 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც გააუქმა.
ცნობისთვის, 2021 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.