საჯარო ინტერესით, ყველაფერი არ მართლდება - ლონდა თოლორაია

17.01.22 16:35
საჯარო ინტერესით, ყველაფერი არ მართლდება - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად ასევე, სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით.

მისი თქმით, სასამართლომ დაადგინა ძალიან საშიში პრეცედენტი და სტანდარტი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვისა და საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. 

თოლორაია ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას.

საჯარო ინტერესით, ყველაფერი არ მართლდება. ხვალ და ზეგ თუ რომელიმე ჩვენგანის პირადი  ცხოვრების მიმართ იქნება საჯარო ინტერესი, ალბათ ამის გასაჯაროებაც კანონიერად იქნება ცნობილი. 
P. S. სიმართლე გითხრათ იმედი მქონდა, ,,სამართლიანობის ელფერისთვის” ნაწილობრივ მაინც დატოვებდნენ ძალაში, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან პრინციპული იყო სამსახურის ამ გადაწყვეტილების გაუქმებით, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა"- აცხადებს თოლორაია.