როგორ იფლანგება დევნილების ფული? - აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე აფხაზეთის მთავრობა დუმს

17.01.22 17:22
როგორ იფლანგება დევნილების ფული? - აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე აფხაზეთის მთავრობა დუმს

როგორ იფლანგება დევნილების ფული? აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე აფხაზეთის მთავრობა დუმს. არც აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე და არც დევნილთა მინისტრი პასუხს არ სცემენ კითხვებს, როგორ გადაყარეს წყალში ასი ათასობით ლარი. სამინისტრო, კი რომელსაც აფხაზეთიდან, რუსი ოკუპანტების მიერ გამოძევებული ხალხის განსახლება ევალებოდა, ფულის გაფლანგვაშია მხილებული.

ირკვევა, რომ ფული, რომელიც დევნილების საცხოვრებლების რემონტში უნდა დახარჯულიყო, ისეთ კომპანიებს მისცეს, რომლებსაც არც გამოცდილება ჰქონდათ და არც დანგრეული შენობების აღდგენის რესურსი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დევნილთა კომპაქტური დასახლებები, ავარიული შენობები უნდა გაერემონტებინა, ამისთვის ბიუჯეტიდან, 2019 წელს 144 000 ლარი, 2020 წელს კი თითქმის 80 000 ლარი გამოიყო, თუმცა შენობები არავის გაურემონტებია.