ის ანაზღაურება, რაც სოცმუშაკებისთვის შეთავაზებულია, ადეკვატურია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

17.01.22 17:33
ის ანაზღაურება, რაც სოცმუშაკებისთვის შეთავაზებულია, ადეკვატურია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება.

მისი მტკიცებით, თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ხელფასი ადეკვატურია

ეს არის სააგენტოს გაძლიერების პირველი ეტაპი. ამის შემდგომი ეტაპებია როგორც ფინანსური, ასევე რესურსული და მეთოდოლოგიური გაძლიერებაც, რომელსაც მეთოდოლოგიაში საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს. ამ ეტაპზე, ის ანაზღაურება, რაც შეთავაზებულია, ვფიქრობთ, ადეკვატურია“, - განაცხადა ბარკალაიამ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თანამშრომლებთან კომუნიკაცია კონსენსუსის მიღწევის მიზნით გაგრძელდება.

გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს თანამშრომლებთან, რომ რაღაცა ტიპის კონსენსუსის იქნას მიღწეული. ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის დაპირისპირების რეჟიმში ყოფნა. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, რომ მოქალაქეებს ის სერვისები არ შეუწყდეთ, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია"- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები