სასამართლოში გამოსვლის შემდეგ სააკაშვილს ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 13 იანვარს სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჰიპერტენზიული კრიზი ჰქონდა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც კი გამოიძახეს.
მისივე თქმით, სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა ექიმმა მოინახულა. დასკვნა კი სააკაშვილის 19 იანვარს გახდება ცნობილი.
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმი იყო შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან. მათ დასკვნას ველოდებით 19 რიცხვისთვის. მას ჰქონდა ჰიპერტონიური კრიზი, იქ იყო გამოძახებული სასწრაფო, იქ აღმოუჩინეს დახმარება მას. ანუ ჩვენ როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვას მოვუსმინეთ სასამართლო დარბაზში, ამის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე გესაუბრებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ უსვამს ხაზს იმას, რომ ადამიანს არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუნდაც აქ გადმოყვანის პირობებში ანუ ვითარების შეცვლის მდგომარეობის თვალსაზრისით. ყველა ექიმს, რომლებიც აქამდე უნდა ჩამოსულიყვნენ და უკვე მესმაედ უთხრეს უარი, მას შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით ისევ პრობლემად რჩება. ასევე, პირადი ექიმის შევლის პრობლემად იცით, რომ პრობლემად რჩება, - თქვა ხერხეულიძემ.