"ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები" - კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

17.01.22 18:58
"ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები" - კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ "ჯერ კიდევ აქვთ შეკითხვები".

ჰარცელი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. 

მაინტერესებდა ის, როგორც სპიკერი როგორ აპირებს საპარლამენტო საქმიანობა წინ წაწიოს. ვისაუბრეთ პარლამენტში ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებზე, მაშინ როდესაც, ბოლო ერთი თვის მანძილზე ფიზიკურად აქ არ ვიმყოფებოდი. ეს ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და უზენაეს სასამართლოსი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. ამ თემებზე ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები. რაც შეეხება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ვფიქრობ, რომ ეს გასაოცრად დაჩქარებული პროცესი იყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომლის გაუქმებაც საჭიროებს სათანადო დაგეგმვას. ჩვენ კიდევ გვაქვს კითხვის ნიშნები და მაინც ვფიქრობთ, რომ პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდა"- თქვა კარ ჰარცელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის საჩივარი დააკმაყოფილა.