თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა - უწყებამ ქვეყნის საიდუმლო ინფორმაცია გათქვა

17.01.22 19:56
თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა - უწყებამ ქვეყნის საიდუმლო ინფორმაცია გათქვა

თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა - ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებამ ქვეყნის საიდუმლო ინფორმაცია გათქვა. 

ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის შესახებ ყველა ამბავი თავდაცვის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ატვირთა.

მაშინ როდესაც რუსეთს, ამერიკის და ნატოს წინააღდეგ საინფორმაციო ომი აქვს, საქართველოს მთავრობა   შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე, ასაჯაროებს მონაცემებს ვისი მოცემული ფულით და რა რაოდენობის შეიარაღებას ყიდულობს საქართველო ამერიკისგან. ამ ინფორმაციის ნახვა ათასობით ადამიანს, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიებსაც შეუძლიათ. 

დოკუმენტი რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა 2022 წლის 14 იანვრით თარიღდება. აქ დეტალურად არის ჩამოწერილი, როდის და რა გადაწყვეტილებებს იღებდა მთავრობა, რომელი ანგარიშებიდან და რა რაოდენობით რიცხავდა თანხას ტანკსაწინააღდეგო სისმტების შესაძენად. 

წერილში ისეთი დეტალებია გადმოცემული რომელიც ყველა ლოგიკით საიდუმლო უნდა იყოს. მათ შორის წერია, რომ საქართველო ამერიკულ შეიარაღებას ამერიკის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარებით ყიდულობს და ფულს საქართველოს ბიუჯეტი არ იხდის.