ტრაგედია სანატორიუმ "ქართლში" - დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა. ადგილზე პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და გუშინ დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს.
სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრებმა 52 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა. ის და ათობით ოჯახი ბინას წლებია ითხოვს ღამეს კი ავარიულ შენობაში ათევდა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 52 წლის დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობა უბედურ შემთხვევად გამოაცხადა. მისი თქმით, მომხდარს სოციალურ პროტესტთან და დევნილთა მოთხოვნებთან კავშირი არ აქვს.