გაფლანგული 10 მილიონი - მაღალჩინოსნები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში არიან დადანაშაულებული

18.01.22 11:53
გაფლანგული 10 მილიონი - მაღალჩინოსნები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში არიან დადანაშაულებული

გაფლანგული 10 მილიონი - სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში არიან დადანაშაულებული. 

სკანდალური დასკვნა აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ მილიონების არამიზნობრივად ხარჯვას თითქმის ყველა უწყება. 

დასკვნის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 000 ქამარი დაცვის პოლიციისთვის შეიძინა, თუმცა ეს არ სჭირდებოდა. გომელაურის უწყებამ, საწყობში დასადები ქამრებში დაახლოებით 40 000 ლარი გადაიხადა. 

აუდიტის დასკვნის თანახმად, ძვირადღირებული ავტომობილები იყიდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვისაც. კონკრეტულად, ცესკომ, როცა მას თამარ ჟვანია ხელმძღვანელობდა, 5 ავტომობილი იყიდა, რომელიც საერთოდ არ სჭირდებოდა და ამაში 200 000 ლარი გადაიხადა. 

ჯანდაცვის სამინისტრომ ლაგოდეხის კლინიკისთვის რენტგენის აპარატი იყიდა, თუმცა არ არსებობდა ოთახი, სადაც აპარატურას განათავსებდნენ. 

რაც შეეხება ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მხოლოდ ერთ სამშენებლო ნებართვაში ღირებულებაზე 100-ჯერ მეტი, 50 000 ლარი გადაიხადა.

ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა მთავარმა პროკურატურამ საქმეზე ძიება, რადგან ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვა მძიმე დანაშაულია. 

კორუფციის მკვლევარები კონკრეტული მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობენ.