მოთხოვნა პროკურატურას - მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი ხვდება

18.01.22 13:14
მოთხოვნა პროკურატურას - მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი ხვდება

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი შოთა თუთბერიძე ხვდება. ადვოკატი პროკურატურაში განცხადების შეტანამდე მესამე პრეზიდენტთან ბოლო დეტალებს შეათანხმებს.თუთბერიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება კვლავ არ ეძლევა.

ყველა ის უფლება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია კანონით გარანტირებული უნდა იყოს. დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა კვალიფიციური სამედიცინო მოსაზრების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა უფლება, რომ მიიღოს ის მედიკამენტები, რომელიც მის ჯანმრთელობას სჭირდება", - თქვა შოთა თუთბერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 ციხეში  მის პირად ექიმს კვლავ არ უშვებენ. დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.  საუბარია გლდანის ციხეში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც სააკაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.