წყალზე რომ გაიარო, გამოჩნდებიან ადამიანები და იტყვიან, რომ ცურვა არ იცოდაო - ცესკოს თავმჯდომარე

18.01.22 14:04
წყალზე რომ გაიარო, გამოჩნდებიან ადამიანები და იტყვიან, რომ ცურვა არ იცოდაო - ცესკოს თავმჯდომარე

"წყალზე რომ გაიარო, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ცურვა არ იცოდაო"- ასე ეხმაურება ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი არასამთავრობო ორგანიზეციების გადაწყვეტილებას, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ემიჯნება. 

ყოველთვის არსებობს მოსაზრებები, კრიტიკა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს კრიტიკა კონსტრუქციული, ჯანსაღი და კონკრეტული პროცესის გაუმჯობესებისკენ მიმართული უნდა იყოს. 

ვიყავი ყოველთვის ღია, ვარ და ვიქნები ყველა კონსტუქციული თანამშრომლობისთვის"- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ. 

ამასთან კალანდარიშვილი თვლის, რომ  ცესკოს თავმჯდომარეობის იმ კანდიდატებს შორის უნდა იყოს, რომელიც გადაიგზავნება პარლამენტში. 

ის გამოცდილება, ის მიღწევები, რომლებიც ადმინისტრაციას ჩემი ხელმძღვანელობის დროს, ამ მოკლე პერიოდში ჰქონდა, არის პასუხი იმის, თუ რატომ უნდა ვიყო ცესკოს თავმჯდომარეობის იმ კანდიდატებს შორის, რომელიც გადაიგზავნება პარლამენტში- თქვა მან. 

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს "ქართული ოცნება" მარტო აირჩევს. 

კანდიდატების შერჩევის პროცესს არასამთავრობო სექტორი ემიჯნება.მათი განცხადებით პროცესი ფორმალურია და გადაწყვეტილებას "ოცნება" მაინც ერთპიროვნულად მიიღეს.