პროცესის მიმართ, ნდობის ნაკლებობაა - დეგნანი ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესზე
"ვხედავთ, რომ აღნიშნული პროცესის მიმართ, ნდობის ნაკლებობაა"- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესის თემაზე საუბრისას განაცხადა.
დიპლომატი ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მაღალი ლეგიტიმაციის ნდობა უნდა გააჩნბდეს და მისი არჩევის პროცესში ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი.
როდესაც საქმე ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობას ეხება, პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. იმედი მაქვს, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მიეცემათ საშუალება პროცესში ჩაერთონ და მოხდება სრული კონსენსუსის მიჭწევა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე. აუცილებალია, ამ პირს ჰქონდეს საზოგადოების ნდობა და ეს ყველაფერი განხორციელდეს მიუკერძოებლად. სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით"- თქვა დეგნანმა.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს "ქართული ოცნება" მარტო აირჩევს.
კანდიდატების შერჩევის პროცესს არასამთავრობო სექტორი ემიჯნება.მათი განცხადებით პროცესი ფორმალურია და გადაწყვეტილებას "ოცნება" მაინც ერთპიროვნულად მიიღეს.