სააკაშვილის წამება - ექსპრეზიდენტის ადვოკატები სრული ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვენ

18.01.22 15:04
სააკაშვილის წამება - ექსპრეზიდენტის ადვოკატები სრული  ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ავდოკატები ექსპრეზიდენტის წამების საქმეზე ინსპექტორის სამსახურისგან ვიდეოკადრების  სრულად გასაჯაროებას ითხოვენ. მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ პარიტეტული წესით შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს მესამე პრეზიდენტის  წამების შესახებ.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გენერალურ პროკურატურისგან მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. ადვოკატები უწყებასთან განცხადების შესატანად მივიდნენ.  

დღეს ვიმყოფებით გენერალური პროკურატურის წინ იმისათვის, რომ შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის.

პირველ რიგში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენთან სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს გაცვლა-გამოცვლა მასალების, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში, ეს არის არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის, წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას სახალხო დამცველს და ინსპექტორის სამსახურს ასევე პოზიციების დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.  

მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქისრონ პოზიცია, სასურველი იქნება საჯაროდ.არ გვაქვს დიდი ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე. სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან  ამასთან დაკავშირებით დაზარალებულ სააკაშვილის თანხმობა არსებობს, პრიიქით ის ასევე მოწუოდებს მოხდეს მასალის გამოქვეყნება. ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და მხოლოდ ერთადერთი ფორმატით, ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია.

ჩვენ პროკურატურისგან ასევე სახელწმიფო ინსპექტორის ოფისისგან მოვითხოვთ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ სამედიცინო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, რომელიც დაადგენს წამების შესახებ ფაქტებს და დაეყრდნობა სტამბულის პროტოკოლს", - ამბობს ნიკა გვარამია. 

გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ამ ეტაპზე მძიმეა.

 რაც შეეხება ნევროლოგიას - მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე. ზოგიერთის შეფასებით არის ოდნავი გაუმჯობესებები, თუმცა ისინიც ამბობენ, რომ ეს გაუმჯობესებები არასაკმარისია და მეტი გაუმჯობესების მოლოდინი იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება, არ აქვთ. სხვა ექსპერტების აზრით, გაუმჯობესება არ არის, პირიქით, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე ჩვენ საქართველოს პროკურატურისგან, სახელმწიფო ინსპექტორის ოფისისგან მოვითხოვთ აღნიშნულ ექსპერტიზაზე გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გვარამიამ.