პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები - ლელოს ლიდერები იურისტებს ხვდებიან
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები - ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იურისტების პოზიციებს ისმენენ.
"ლელოს" ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ მოსამართლემ პოლიტიკურად მოტივიორებული გადაწყვეტილება მიღო.
"მოსამართლემ ჩვენთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და პროკურორის ფუნქცია შეითავსა"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ შეხვედრის მიზანია, კვალიფიციურმა იურისტებმა სამართლებრივი შეფასება მისცენ საქმეს:
შეხვედრის მიზანია, კვალიფიციურმა, გამორჩეულმა იურისტებმა მისცენ შეფასება იმ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომელიც ვნახეთ ჩვენთან დაკავშირებით. მოსამართლემ შეითავსა პროკურორის ფუნქცია, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით არის სპეციალისტების შეკრება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ამჯერად ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავასუფლებული იქნა.