დიახ, ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია - მოსამართლე

18.01.22 15:42
 დიახ, ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია - მოსამართლე

ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელის საქმე - მოსამართლე ქეთევან ერემაძე ამბობს, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

იურისტები ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს ურჩევენ, რომ სამართლებრივი ბრძოლა გააგრძელონ და საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღონ, რადგან კონსტიტუციური ნორმები აშკარად დარღვეულია. 

არაერთი კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. სამართლიანი სასამართლოს პრინციპის არარსებობა. მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იმ ბრალის ფარგლებში რომელიც ხანდაზმული იყო. 

მე რომ ამ პროფესიაში არ ვიყო და არ ვიყო იურისტი, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს დამრჩებოდა განცდა, რომ დიახ, ეს საქმე არის მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული. პროფესიული თვალსაზრისით, ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, ომდენად ბევრი სამართლებრივი ლაქაა ამ საქმეში"- განაცხადა მოსამართლემ. 

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იურისტების პოზიციებს ისმენენ.

"ლელოს"  ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ მოსამართლემ პოლიტიკურად მოტივიორებული გადაწყვეტილება მიღო.