ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანიები მიმდინარეობს - მოსამართლე ტერორზე ალაპარადა

18.01.22 16:50
ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ  დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანიები მიმდინარეობს -  მოსამართლე  ტერორზე ალაპარადა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ კამპანია  და ზეწოლა მიმდინარეობს.

მესხიშვილის თქმით, არც მას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს და  მის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ შესაძლოა მოსამართლეები დააზიანოს.

პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში უფრო დემოკრატიული პროცესები უნდა წარიმართოს, საერთაშორისო პარტნიორები დაუსაბუთებლად არ უნდა გავაკრიტიკოთ და კანონში მოსამართლეთა თავისუფლების წინააღმდეგ ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ გაკეთებული განცხადებები და დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანიები, სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა განსხვავებულ აზრზე

ჩემი მეუღლე ნამდვილად მუშაობდა 2012 წლამდე საჯარო სამსახურში. მან 10 წლის წინ, დატოვა საჯარო სამსახური და მას შემდეგ არანაირი შეხება საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან არ ჰქონია, არანაირი! ჩემი ოჯახი მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ირჩევს და არც პოლიტიკური ნიშნით წყვეტს მათთან ურთიერთობას! არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მაქვს მე, არანაირი, და არც არასდროს მქონია!“ -  წერს  ქეთი მესხიშვილი.

 

 

 

მოსამართლე ქეთი მესხიშვილის განცხადებას წინ თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ზურაბ ქადაგიძის განცხადებები უძღოდა.  ქადაგიძემ მესხიშვილი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ენმ-მ პოლიტიკის შეტანა სასამართლოშიც დაიწყო და მთავარი შემსრულებელი ნაცმოძრაობასთან და მის ლიდერებთან მეტად დაახლოებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი იყო. 

17 იანვარს  ქადაგიძე მესხიშვილს კვლავ დაუპირისპირდა და ის სასამართლოს შიგნით პროტესტის მორიგი „ტალღის“ მზადებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები