ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრია, მათ შორის ის აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს - ფაცაცია

18.01.22 15:53
ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრია, მათ შორის ის აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს - ფაცაცია

"ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრი პირი, მათ შორის ის აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი 52 წლის ზურაბ ქირიას თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის. 

ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრი პირი, მათ შორის ის აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით. გულწრფელად მინდა  ვთქვა, რომ მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. პირველ რიგში გავიზიარე დევნილთა პრობლემები და ავედი მათთან, მათი პრობლემების გასაზიარებლად...

სამძიმარზე არ ვყოფილვარ. სამწუხაროდ იქ არის ძალიან დიდი პროვოკაციის ჯგუფი, რომელიც შეეცდება რაიმე ტიპის პროვოკაცია მოაწყოს. იქ არიან ნაციონალური მოძრაობა პროვოკატორები, რომლებიც იყენებენ დევნილთა ინტერესებს. ენმ- არის ძალა, ვისაც გვამებზე შეუძლია გაიაროს"- თქვა "ტვ პირველთან" ირაკლი კობახიძის სიძემ. 

 

 

 

სანატორიუმი ქართლის შენობაში ტრაგედია  16 იანვარს დადგა, როცა 52 წლის დევნილმა კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა პროტესტის ნიშნად ადგილზე თავი მოიკლა.

 

მსგავსი სიახლეები