მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სახალხო დამცველის კონსილიუმი დასკვნას დღეს გაასაჯაროებს
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ დასკვნას სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი დღეს გაასაჯაროებს.
ნევროლოგი, გიორგი გრიგოლია "პირველებთან" ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ არ შეცვლილა და იმ ციხის პირობებში მისი სრული რეაბილიტაცია შეუძლებელია.
გამახვილებული იქნება ყურადღება ჩვენს რეკომენდაციებზე. რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას თითქმის ყველაფერი იყო გათვალისწინებული., რაც შეეხება ფსიქო-თერაპიულ მკურნალობას რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამწუხაროდ, გათვალისწინებული არ იყო. წამყვანი რჩება მისი ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი და მისი დეპრესია, რომელიც ძალიან ძნელად სამკურნალოა, რადგან არ ეხსნება ყოველდღიური მუდმივი სტრესი და თუ სტრესის გარემო არ მოუხსენი ასეთი ავადმყოფის მკურნალობა ძალიან ძნელია", - ამბობს გიორგი გრიგოლია.