ტყვეობის 41-ე დღე - მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ცნობები ისევ არ ვრცელდება

19.01.22 11:31
ტყვეობის 41-ე  დღე - მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ცნობები ისევ არ ვრცელდება

ტყვეობის 41-ე  დღე - ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება. მისი მდგომარეობის შესახებ არც  ოფიციალური ცნობები  ვრცელდება. ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი  ოკუპანტებს ცხინვალის ყველაზე მკაცრ ცხიეში ჰყავთ გამოკეტილი.

ჩხიკვაძის ოჯახი "პირველებთან" ამბობს, რომ ყოფილი სამხედრო წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის მიუხედავად, ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ოკუპანტები შესაძლოა, მამუკა ჩხიკვაძეს ყოველდღიურ რეჟიმში სცემდნენ. 

წითელი ჯვარი ყოფილა და ყველაფერი კარგად არის, რიგზეაო. უთქვია მამუკას, რომ არ იჯავრონ, კარგად ვარო. ხელისუფლების წარმოამდეგნლები ადრე რომ იყვნენ, იმის მერე აღარ ყოფილან, - ამბობს ოჯახის წევრი. 

ოკუპანტების მხრიდან ყოფილი სამხედროს წამებასა და ცემაზე საუბრობს ანტოსაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიაც". 

სრული ინფორმაციული ვაკუუმია ამ საქმის ირგვლივ. ხელისუფლება ახერხებს აი, ამ ვაკუუმის შექმნას და საზოგადოების ლეგიტიმური აღშფოთრების გრადუსის დაბლა დაწევას. ველოდებით სტრასბურგიდან პასუხს, 24 იანვრამდე ითხოვა რუსეთმა სტრასბურგის სასამართლოსგან ვადა, რატა მიაწოდოს ინფორმაცია მამუკა ჩხიკვაძის შესახებ, ამის შემდეგ თუ ეს ინფორმაცია არ იქნერბა მიწოდებული, უკვე იურისტები სხვა ღონისძებებს მიმართავენ. მამუკა ჩხიკვაძე იყო სასტიკად ნაცემი და ნაწამები დაკავებისას. ამის დასტურია ის, რმ აქამდე ვერ მოახერხა წითელმა ჯვარმა მისი მონახულება, - ამბობს დავით ქაცარავა.

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ყოფილი სამხედროს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში არ გაავრცელებს, მამუკა ჩხიკვაძს თანამებრძლების საპროტესტო აქციებს აანონსებენ.