ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენა - პრეზიდენტი ისევ ფიქრის რეჟიმშია
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენა - პრეზიდენტი ისევ ფიქრის რეჟიმშია. სალომე ზურაბიშვილს კანდადატების სია დასამტკიცებლად პარლამენტში ამ დრომდე არ გადაუგზავნია. დაასახელებს თუ არა პრეზიდენტი კანდიდატებს შორის "2020"-ის სადამკვირვებლო მისიის წარმოამდგენელს თენგიზ ცერცვაძეს ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალდანდარშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციის ნაწილის თქმით, კალანდარიშვილი, რომელმაც ქვეყანაში ბოლო არჩევნები ჩაატარა, თანამდებობისთვის შეუფერებელია.
ყველამ კარგად ვიცოდით თავშივე, რომ კალანდარიშვილს აირჩევდნენ. მისთის შეცვალეს მათ შორის, არჩევის წესი. "ქართულ ოცნებას" გადაწყევტილი ჰქონდა იმ კონკრეტული ადმაინის დანიშვნა ხელმეორედ, რომელმაც უზრუნველყო 2021 წელს არჩევნების გაყალბება. ასეთ ადამიანს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი უყურებს როგორც პირად მოურავს და შესაბმისად, აპირებს ამ ადამიანის ხელმეორედ არჩევას. ჩვენდა სამწუხაროდ, უმრავლესობა აქვს "ქართულ ოცნებას" და ისინი აკეთებენ იმას, რაც და როგორც უნდათ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი.