რეკომენდაციები, რომელიც სახალხო დამცველმა გასცა, შესრულებული არ არის - ომბუდსმენი სააკაშვილის მდგომარეობაზე

19.01.22 12:34
რეკომენდაციები, რომელიც სახალხო დამცველმა გასცა, შესრულებული არ არის - ომბუდსმენი სააკაშვილის მდგომარეობაზე

რეკომენდაციები, რომელიც სახალხო დამცველმა გასცა, შესრულებული არ არის - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ობმუდსმენის ექიმთა კონსილიუმის მომზადებული დასკვნის გასაჯაროებისას განაცხადა. 

ლომჯარია ამბობს, რომ თუ ვითარება არსებითად არ შეიცვლება, სახალხო დამცველის წეარმომადგენლენბი დამატებით ვიზიტს აღარ განახორციელებენ.

ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ. დღეს ჩვენ წარმოვაგდნეთ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული მკურნალობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს. პირველი ვიზიტი განხორციელდა 23 ნოემბერს, შემდგომ 12 დეკემბერს და ბოლო 11 იანვარს, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში, არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო დახმარებისა და სერვისის მიწოდება არ ხორციელდება"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას  მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მესამე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნას 8 სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს.