New York Times-ის სტატია ივანიშვილისთვის შეხსენებაა, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა - სამადაშვილი
"ფრაქცია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი New York Times-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას აფასებს. სამადაშვილის თქმით, სტატიაში ხაზგასმულია, რომ ოლიგარქი მთელ სახელმწიფო აპარატს თავის სასარგებლოდ იყენებს.
New York Times-ს კითხულობს მთელი მსოფლიო, ამ სტატიით ის რასაც დაინახავს მკითხველი არის ერთი, რომ ქვეყანაში რეალურად სახელმწიფო არის მიტაცებული ოლიგარქის მიერ იმიტომ, რომ სწორედ ეს არის ხაზგასმული ამ სტატიაში, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი გამოიყენა ივანიშვილმა, საკუთარი ხუშტურების ასასრულებლად.
ბიძინა ივანიშვილზე ამ სტატიის გამოქვეყნება, მე ვფიქრობ ასევე შეხსენება, რომ რეგიონში მათ შორის ჩვენს ქვეყანას არაფორმალური მმართველობა არის. ივანიშვილისთვის ეს არის შეხსენება, რომ ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა იმაზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ The New York Times ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ივანიშვილის გავლენების და უცნაური მისწრაფებების შესახებ არის საუბარი.