ოკუპანტები კირბალში გამოჩნდნან და საფლავების მიტაცება დაიწყეს

19.01.22 14:19
ოკუპანტები კირბალში გამოჩნდნან და  საფლავების მიტაცება დაიწყეს

ოკუპანტებმა შიდა ქართლში საფლავების მიტაცება დაიწყეს. საოკუპაციო რეჟიმის სამიზნე ამჯერად სოფელი კირბალია, სადაც რუსი სამხედროები დილიდან გამოჩნდნენ და სასაფლაოებთან მავთულხლართების გავლება დაიწყეს.

ადგილობრივები რამდენიმე საათია საკუთარი თვალით უყურებენ თუ როგორ იტაცებენ მათი წინაპრების საფლავებს. ღარიბაშვილის ხელისუფლება კი ისევ დუმს. მას შემდეგ რაც საოკუპაციო რეჟიმის ჯარისაკაცები  ე.წ. საზღვრის გავლების სამუშაოებს დაარულებენ, სოფელ კირბალს ორად გაყოფილი სასაფალაო დარჩება.