სააკაშვილის შინაპატიმრობა ხელისუფლებისთვის იქნება ხელსაყრელი - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობა ხელისუფლებისთვისაც ხელსაყრელი იქნება. მეუფე ნიკოლოზმა "ტვ პირველის" დღის ამბების ეთერში განაცხადა, რომ ის არც მესამე პრეზიდენტის და არც "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე არ არის, თუმცა ამ ინიციატივის განხორციელება ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.
მე მიხეილ სააკაშვილის პერსონალურად მომხრე კი არ ვარ ან "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე კი არ ვარ, მე ვარ ჩემი სამშობლოს და ჩემი ქვეყნის მომხრე და მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ასე ჯობია. პირადი აზრია ეს არ არის ეკლესიის პოზიცია, რომ თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შინაპატიმრობა იქნება ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელი, თუ ამაზე ხელისუფლება დათანხმდება, მას შეეძლება ბევრი პირობის წამოყენება მომხრებისადმი და დაიწყება სიწყნარის დამყარება ქვეყანაში", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში გადაიყვანონ.