დადგა დრო, რომ მთლიანად ერი გაერთიანდეს - მეუფე ვახტანგი
ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი ეროვნული შერიგების მომხრეა და ამბობს, რომ მთლიანად ერის გაერთიანების დრო მოვიდა. სასულიერო პირი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე საუბრობს და თვლის, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი საზღვარგარეთ მკურნალობაც უნდა მოხდეს.
მე მინდა ადამიანი, პრეზიდენტი იქნება თუ რიგითი ქართველი, მინდა ყველა იყოს ჯანმრთელი, ყველას სჭირდება გაფრთხილება და პატრონი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. პრეზიდენტები რიგითი ადამიანები არ არიან. პირიქით, თუ მას მკურნალობა სჭირდება, უნდა ყველამ გაითავისოს და წაიყვანონ სადმე, სადაც უკეთესად უმკურნალებენ. საჭიროა, უკვე დადაგა ამის დრო, რომ ერის შერიგება კი არა, მთლიანად გაერთიანება უნდა მოხდეს, - ამბობს მეუფე ვახტანგი.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიომრობაში გადაიყვანონ. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.