მეუფე ნიკოლზი ადასტურებს, რომ სააკაშვილის მონასტერში გადაყვანის საკითხზე პრემიერს ესაუბრა

19.01.22 15:20
მეუფე ნიკოლზი ადასტურებს, რომ სააკაშვილის მონასტერში გადაყვანის საკითხზე პრემიერს ესაუბრა

მეუფე ნიკოლოზი ტვ პირველს უდასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან მონასტერში გადაყვანის საკითხზე პრემიერ ღარიბაშვილს ელაპარაკა. მთავრობის მეთაური დღეს სამების საკათედრო ტაძარში იყო მისული. სავარაუდოა, რომ  ეს საუბარი წმინდა სინოდის წევრს და მღვდლემთავარს შორის საკუთრთხეველში შედგა.

ეს არის ჩემი მხრიდან შეთავაზება. ბატონი ირაკლი ხშირად დადის ტაძარში. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა გეორდანიის მეფის მიერ ჩვენი ეკლესიისთვის ფიცის გადმოცემაზე. მორწმუნე ადამიანია და არ შეიძლება მას რომ რაიმე განსხვავებული აზრი ჰქონდეს. მე შევთავაზე სხვა ადამიანებსაც. მე არ ვიცი ამას რა შედეგი მოჰყვება. მე მგონია, რომ არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან ჩემი მასთან პირადი კომუნიკაციის გასაჯაროება, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიომრობაში გადაიყვანონ. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.