"ფანტასტიკაა" - გიორგი ვოლსკი მეუფე ნიკოლოზის ინიციატივაზე
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას ფანტასტიკას უწოდებს. მმართველი გუნდის წევრის თქმით, სასჯელის ასეთი ზომა კანონით დაშვებულიც რომ იყოს, ადამიანმა შესაძლოა, ეკლესიაში თავი იმაზე ცუდად იგრძნოს, ვიდრე ციხის კედლებში.
მეუფეს იდეები თუ უკავშირდება ეგზორციზმს, მაშინ შეიძლება ამაზე ფანტასტიკის სფეროდან ან რაკურსით ვიმსჯელოთ, მაგრამ თუნდაც აი, ეს რომ იყოს კანონით დაშვებული, ადამიანს ეკლესიაში მოთავსება შეიძლება უფრო მძიმე მდგომარეობად ექცეს, ვიდრე ციხის კედლებში, - თქვა ვოლსკიმ.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიომრობაში გადაიყვანონ. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.