"ვნახე კადრები, დასტურდება, რომ ეს ადამიანები ნამდვილად იყვნენ შემოსული" - გვარამიამ სუსი დატოვა
ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმე - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ამბობს, რომ მას სუს-ში გამაცნეს დასკვნა, აჩვენეს ვიდეომიყურადების კადრები.
მედიამენეჯერის თქმით, დასტურდება, რომ მედიის მიერ ნახსენები ადამიანები ნამდვილად იყვნენ შემოსული საქართველოში და ქვეყნიდანაც თავისუფლად გავიდნენ.
ლილუაშვილის უწყებაში ნიკა გვარამიას უთხრეს, რომ არ დასტურდება ინფორმაცია, რომ ისინი ქვეყანაში მისი ლიკვიდირებისთვის იყვნენ ჩამოსულები.
მისი განცხადებით, გამოკითხულია ყველა, მათ შორის ინფორმაციის წყაროც და მისი მეზობელიც, თუმცა რა თქვეს მათ, ეს უცნობია. ნიკა გვარამიას განცხადებითვე, ნახა ფირი, რომლითაც დასტურდება, რომ წყარო დახვდა საქართველოში შემოსულ პირებს.
გვარამიას განცხადებით, საქმეს 3 სუსტი წერტილი აქვს.
გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები, დასტურდება ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსულები, რაც გავრცელდა მედიით და თავისუფლად გავიდნენ ქვეყნიდან, ახსნა ამისა ისაა რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, ესენი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის და ამიტომ გავიდნან.
ასევე არსებობს ვერსია, რომ შემოსული იყვნენ და ბევრს გადაადგილდებოდნენ შესაძლო სხვა ჯგუფი იყო და ყურადღების გადასატანად გადაადგილდებოდნენ, თუმცა სხვა ჯგუფთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
სამი სუსტი წერტილი აქვს ამ ყველაფერს რაც მე მოვისმინე - პირველია რის ის, რომ ჩატარდა ბრიფინგი რამდენიმე თვის წინ, სადაც დადასტურდა რომ შემოსულია ჯგუფი და ჩემს ლიკვიდაციაზე მუშაობს და ასევე სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაზე.
მეორე ის, რომ ადამიანი ერთ-ერთი გაგიევი თუ არ ვცდები, რომელიც შემოსული იყო გულის პრობლემების სამკურნალოდ, თუმცა არ ფიქსირდება მისი არცერთი ვიზიტი ექიმთან საქართველოში ყოფნისას. და ჩემთვის მთავარი, მანამდე მარტში ჩემი მეზობლისგან ეთნიკურად ოსისგან ფიქსირდება ზარი გაგიევთან ეს ზარი არის სამ წამიანი, შეცდომის ვერსიას ავითარებს ანტიტერორისტული სამსახური, თუმცა ის, რომ სამწამინი იყო ეს ზარი, აუცილებლად ამას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეშალა. ეს ზარი შეიძლებოდა ყოფილიყო მარტივი სიგნალი კონკრეტული მოქმედების, წინასწარ შეთანხმებული.
ნებისმიერ შემთხვევაში არ ვაპირებ ჩაღრმავებას პასუხისმგებლობა არის კონტრტერორისტულ სამსახურზე, ახლა მეუბნებიან, რომ არ შეეფერება სიმართლეს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას სუს-ში, მოწმის სახით ერთი საათის განმავლობაში კითხავდნენ. "მთვარი არხის" დამფუძნებელთან საგამოძიებო უწყებაში კითხვები მისი შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე ჰქონდათ. ის მოწმის სტატუსით დაიბარეს.
საქმე მთავრი არხის დამფუძნებლის შესაძლო მკვლელობას ეხება. "სი ნიუსის" ინფორმაციით, გვარამიას გასანეიტრალებლად საქართველოში რამდენიმე ქილერი იმყოფებოდა, თუმცა ისინი სუს-მა არ დააკავა და ლილუაშვილის უწყების მაღალჩინოსნის ალექსანდრე მაისურაძის ორგანიზებით ქართულმა ოცნებამ დაჯგუფებას ქვეყნა უპრობლემოდ დაატოვებინა.