მეუფე ნიკოლოზის მინიშნება პრემიერს - სასულიერო პირმა ღარიბაშვილს მეხსიერების ბარათი გადასცა

19.01.22 17:09
მეუფე ნიკოლოზის მინიშნება პრემიერს - სასულიერო პირმა ღარიბაშვილს მეხსიერების ბარათი გადასცა

წმინდა სინოდის წევრი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ პრემიერს სამების ეკლესიის საკურთხეველთან მეხსიერების ბარათი გადასცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისთვის მინიშნება უნდა ყოფილიყო. საუბარია მეხსიერების ბარათზე, სადაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პატრიარქის ქადაგებებია ასახული, რომელიც საზოგადოებას შენდობას სთხოვს. 

მეუფე ნიკოლოზი 6 მარტის სინანულის დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ შერიგება სინანულის გარეშე ვერ მოხდება. 

ამაზე არის ჩაწერილი პატრიარქის ქადაგებები შენდობის კვირას, ბოლო რამდენიმე წლის. ჩემი შემოთავაზებაა სახელმწიფოსთვის და თითოეული თქვენთაგანისთვის, ადამიანისთის, რომ  წელს ეს იქნება 6 მარტი, გარდამავალია, ანუ ეს არის დიდი მარხვის დაწყების წინა დღე, რომ 6 მარტს წელს გამოცხადდეს როგორც სინანულის დღე. ანუ ყველა ადამიანმა უნდა გამოხატოს სინანული. ეს იქნება ღარიბაშვილი თუ სხვა ადამიანი, ყველამ. საკურთხეველი ეს არის ადგილი შეიძლება მიულოცო, სადაც შეიძლება რაღაცა ინფორმაცია გადასცე ადამიანს. ეს გადავეცი. მინისნება გაკეთებულია ყველასთვის, - თქვა სასულიერო პირმა.