მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს საპატიმროდან წერილი გაუგზავნა

19.01.22 17:13
მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს საპატიმროდან წერილი გაუგზავნა

წმინდა სინოდის წევრი მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პატრიარქს წერილი გაუგზავნა. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ წერილით მესამე პრეზიდენტი ილია მეორეს დღესასწაულს ულოცავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წერილი სხვა შინაარსსაც შეიცავდეს. 

ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, იმიტომ, რომ არ მგონია სწორი ამ თემაზე ასე ლაპარაკი. რამდენადაც მე ვიცი ყოველ დღესასწაულზე მიხეილ სააკაშვილი პატრიარქს ულოცავს დღესასწაულს. ულოცავს ეს ნიშნავს, რომ წერილი მიდის ადრესატამდე, აბა, ისე როგორ მიულოცავს, ხომ? , - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

სამების საკათადრტოტაძარშ, სადაც  ნათლისღების სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება დილით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე გამოჩნდა. სავარაუდოა, რომ პატრიაქრისთვის გადასაცემი წერილიც ტაძარში სწორედ მან მიიტანა.